პრაღის მოსახლეობა კარანტინის დასრულების აღსანიშნავად, ქალაქის ცენტრში საზეიმო ვახშამზე შეიკრიბა

პრაღა

გამოქვეყნებულია  164 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

„ევრონიუსის“ ინფორმაციით,პრაღაში, ჩარლზის ხიდზე ასობით ადამიანი შეიკრიბა,ისინი, საზეიმო ღონისძიებას  პირბადეების ტარების რეგულაციების მოხსნამდე რამდენიმე საათით ადრე აღნინავენ.

„ჩვენ გვინდა კორონავირუსის კრიზისის დასრულება ვიზეიმოთ, შევკრიბოთ ხალხი და დავამტკიცოთ, რომ მათ ერთმანეთთან შეხვედრის აღარ ეშინიათ. საზოგადოებას არ უნდა ეშინოდეს, წინააღდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური კრიზისი საზოგადოებას „კოვიდ-19“-ზე უფრო ძლიერ დარტყმას მიაყენებს“, – განაცხადა ადგილობრივი რესტორნის მფლობელმა, ონდერი კოზბამ, რომელიც საზეიმო ვახშმის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია.

ჩეხეთში კორონავირუსის 12 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 349 ადამიანი.


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • პრაღის მოსახლეობა კარანტინის დასრულების აღსანიშნავად, ქალაქის ცენტრში საზეიმო ვახშამზე შეიკრიბა
  • unipress