რამზან კადიროვმა 21 წლის ქალიშვილი, ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშნა

რამზან კადიროვი

გამოქვეყნებულია  148 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

რამზან კადიროვმა 21 წლის ქალიშვილი, აშატ კადიროვა, ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშნა:

"ვიცი, რომ ის ჭეშმარიტი ჩეჩნური ღირებულებების აღდგენის მომხრეა და მთელი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მიუდგენა ახალი მოვალეობების შესრულებას. დარწმუნებული ვარ, აიშატი დაკისრებულ ამოცანებს გაუმკლავდება" - აცხადებს ჩეჩნეთის მეთაური.

აშატ კადიროვა 21 წლისაა. ის ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. ის ასევე ხელმძღვანელობდა კადიროვის მეუღლის, მედნი კადიროვას მიერ დაფუძნებულ მოდის სახლს. მიმდინარე წელს, რამზან კადიროვმა შვილი ჩეჩნეთის წინაშე დამსახურებისთვის მედლით დააჯილდოვა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რამზან კადიროვმა 21 წლის ქალიშვილი, ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშნა
  • unipress