ირაკლი კობახიძე - ვიდეოკადრებით მტკიცდება, რომ ოქრუაშვილი იყო უმძიმესი დანაშაულის ერთ-ერთი ორგანიზატორი

ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია  213 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ერთია რას ვამბობთ ჩვენ, მეორეა რას ამბობს ოპოზიცია, მესამეა რას ამბობს ვიდეოკადრები, ვიდეოკადრები ამტკიცებს, რომ ოქრუაშვილი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი უმძიმესი დანაშაულის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:      

„რაც შეეხება ოქრუაშვილს, ვიდეო მტკიცებულებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ძალადობდა პოლიციელების წინააღმდეგ და ის იჭრებოდა პარლამენტის შენობაში. ეს არის გამყარებული ვიდეომტკიცებულებებით. ეს რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს. რაც შეეხება განაჩენის დროს, დროზეც იყო სუბარი, დროს რაც შეეხება იწურებოდა ცხრათვიანი ვადა და ცხრათვიანი ვადის გადაცილება მოსამართლისთვის შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საგანიც, კი. აქედან გამომდინარე, ვერც დროსთან დაკავშირებით და ვერც სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ვერავითარი კითხვის ნიშნები ვერ იარსებებს, ოქრუაშვილი იყო თანამონაწილე“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ირაკლი კობახიძე - ვიდეოკადრებით მტკიცდება, რომ ოქრუაშვილი იყო უმძიმესი დანაშაულის ერთ-ერთი ორგანიზატორი
  • unipress