რუსეთი შეეცდება, გამოიყენოს აქტივობები საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, თუმცა ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ რისკების კუთხით

კელი დეგნანი

გამოქვეყნებულია  376 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

რუსეთი შეეცდება, გამოიყენოს აქტივობები საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, თუმცა ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ რისკების კუთხით,- განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა თემის კომენტირებისას:

"ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ვკითხულობ ახალ ამბებს და ვუსმენ სხვადასხვა გადაცემებს, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა საუბრობს რუსეთის ჩარევაზე სხვა ქვეყნების საკითხებში, როგორიც იყო მაგალითად ამერიკის არჩევნები, ბრიტანეთში ბრექსიტთან დაკავშირებით, ასევე შოტლანდიის რეფორმებთან დაკავშირებით. როგორც ხედავთ, გარკვეულწილად რუსეთმა ჩამოაყალიბა ასეთი სქემა ამ მიმართულებით და საქართველო ნამდვილად არის სამიზნე მისი ამ აქტივობების. თუმცა, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ რისკების და საფრთხეების შესახებ და მათ იციან, რას შეიძლება, ელოდნენ რუსეთისგან.

ამერიკის შეერთებული შტატები ამ მიმართულებით ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს, რომელიც ეხმარება მოსახლეობას იმაში, რომ მათ შეძლონ, გაარჩიონ არასწორი ინფორმაცია, დეზინფორმაცია ნამდვილი ფაქტებისგან, იქნება ეს ახალი ამბების კითხვისას თუ სხვადასხვა წყაროებიდან მოწოდებული ინფორმაციის კუთხით. რადგან ასეთი ტიპის დეზინფორმაცია ყოველთვის მიმართულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ. ზოგადად, გარემო საქართველოში საკმაოდ პოლარიზებულია და რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება, რომ გამოიყენოს თავისი აქტივობები დესტაბილიზაციისთვის საქართველოში"


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რუსეთი შეეცდება, გამოიყენოს აქტივობები საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, თუმცა ქართული საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ რისკების კუთხით
  • unipress