თუნდაც ანაკლიის შეჩერებული პორტის გამო, ზუგდიდელები აუცილებლად დასჯიან ივანიშვილს

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  75 ნახვა განახლებულია 12 თვის წინ

თუნდაც ანაკლიის შეჩერებული პორტის გამო, ზუგდიდელები აუცილებლად დასჯიან ივანიშვილს - "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

გიგი უგულავას თქმით, დღეს, როგორც ამ სოფელში, ისე მთლიანად ზუგდიდში მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია, არის უიმედობა და უპერსპექტივობა.

უგულავამ აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენს ანაკლიის პორტი, რომელიც ადგილობრივებს მოუტანს სამუშაო ადგილებს და აღმოფხვრის სიღარიბეს. 

"ჩვენ ეხლა ვიმყოფებით სოფელ შამგონაში, რომელიც ზუგდიდის რაიონის ბოლო სოფელია, ეს პრაქტიკულად არის, კუნძული ენგურზე და იქით უკვე არის აფხაზეთი, სოფელი თაგილონი. ეს სოფელი გამორჩეული იყო ყოველთვის, გამორჩეული იყო შრომით, თავისი სიმდიდრით, თავის დოვლათის დაგროვებით, თუმცა აქაც იგივე პრობლემებია, რაც დანარჩენ ზუგდიდში და მთელ საქართველოში. უმუშევრობა, უიმედობა და მომავლის მიმართ დაკარგული რწმენა, ამიტომ არის აუცილებელი მართლა გარდამტეხი ცვლილებები საჭირო, იმისთვის, რომ სიტუაცია დაიძრას მკვდარი წერტილიდან, შეიქმნას ახალის ამუშაო ადგილები, გაჩნდეს პერსპექტივა, ახალგაზრდები დარჩნენ აქ და არ წავიდნენ უცხოეთში.

ეს ყველაფერი საჭიროებს ცვლილებების მკაფიო გეგმას, რასაც ჩვენ, ევროპული საქართველო ვთავაზობთ მოსახლეობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდი ყველაზე მეტად იტყვის თავის ცვლილებების სიტყვას, რადგან თუნდაც ანაკლიის შეჩერებული პორტის გამო, ზუგდიდელები აუცილებლად დასჯიან ივანიშვილს, რადგან სწორედ ეს  არის, რომ ივანიშვილმა მათ სასჯელად გააჩერა ეს პორტი რადგან თუ ვინმეს ცხოვრებას შეცვლიდა ეს პორტი, პირველ რიგში ზუგდიდელების და მთლიანად სამეგრელოსი, რადგან უდიდესი დასაქმების წყარო მოსპო პრაქტიკულად ამ მავნებელმა ხელისუფლება და ეს მალე დამთავრდება და ევროპული საქართველო მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს როგორც ზუგდიდში, ისე მთლიანად  საქართველოში.“ - განაცხადა გიგი უგულავამ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თუნდაც ანაკლიის შეჩერებული პორტის გამო, ზუგდიდელები აუცილებლად დასჯიან ივანიშვილს
  • unipress