თამარი გარკვეულ პროექტზე მუშაობისას, წააწყდა ფაილს, რომელშიც მოქმედი თანამდებობის პირების მაკომპრომატირებელი მასალები აღმოაჩინა

თეონა თამაზაშვილი

გამოქვეყნებულია  213 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი ხვალ პროკურატურაში ახალ ვიდეომასალებს წარადგენენ, რომლებიც მათი მტკიცებით, ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. ამასთან, ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს და საქმის გამოძიებას პროკურატურისგან ითხოვს.

რაც შეეხება ვიდეომასალას, რომელიც დღეს ბაჩალიაშვილის ადვოკატმა პრესკონფერენციაზე მედიას გააცნო, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, 12, 13, და 14 აგვისტოს თეთრიწყაროს მცხოვრებმა იმ ადგილას გადაიღო, სადაც ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მწყემსები პირუტყვთან ერთად არაერთხელ გადაადგილდებიან და გამორიცხულია გამოძიების ვერსია, რომ ავტომობილი იმ ადგილას ხუთი დღე იყო და მწყემსმა მხოლოდ ბოლო დღეს დაინახა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრებლებს ვინმე ძმები ბეჟუაშვილები ემუქრებიან და ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ. ტერიტორიას კი ამ დრომდე პოლიცია იცავს. ადვოკატი, ასევე მოითხოვს თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის აღმოჩენამდე, მისი ძებნის დროს აეროგადაღების კამერით გადაღებული მასალის დათვალიერებას, რომელიც გამოძიების მასალებში დევს.

გარდაცვლილის დედის თეონა თამაზაშვილის თქმით, მომხდარი თვითმკვლელობის ინსცენირებაა:

"21 და 22 ივლისს ზუსტად იმიტომ გამოირთო შუქი, რომ დანარჩენ დღეებში მანქანა ისე ყოფილიყო მიყვანილი და დადებული იმ ადგილას, რომ ამის მოწმე არავინ არ ყოფილიყო. ჩემი ეჭვი ის არის, რომ ეს „ჩვეულებრივი მოკვდავის“ ჩადენილი, რომ ყოფილიყო აქამდე იქნებოდა გამოძიებული, აქ ძალიან მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ყველანაირად ატერორებენ თეთრიწყაროს რაიონს. თამარი გარკვეულ პროექტზე მუშაობისას, წააწყდა ფაილს, რომელშიც მოქმედი თანამდებობის პირების მაკომპრომატირებელი მასალები აღმოაჩინა და სწორედ ამის გამო მოეწყო მისი შვილის თვითმკვლელობის ინსცენირება".

შეგახსენებთ, გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ხვალ გეგმავენ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თამარი გარკვეულ პროექტზე მუშაობისას, წააწყდა ფაილს, რომელშიც მოქმედი თანამდებობის პირების მაკომპრომატირებელი მასალები აღმოაჩინა
  • unipress