გიორგი გახარიამ ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დაასახელა

გიორგი გახარიამ ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დაასახელა

გამოქვეყნებულია  398 ნახვა განახლებულია 3 წელი წინ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დაასახელა და ამ მიმართულებებზე პასუხისმგებლობა შესაბამის მინიტრებს დაავალა. ეს მიმართულებებია: ჯანდაცვა, სამოქალაქო წესრიგი, სასურსათო მარაგების მართვა, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება და ეკონომიკა:

„რა თქმა უნდა, პირველი მიმართულება გახლავთ ჯანდაცვა და მასზე პასუხისმგებელია ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. მეორე მიმართულებაა - სამოქალაქო წესრიგი, რომელზეც სრულად პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა მინისტრი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ვახტანგ გომელაური, მესამე მიმართულებაა - სასურსათო მარაგების მართვა, ლოგისტიკა და ტრანსპორტირება, ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მეოთხე მიმართულება, ყველაზე მნიშვნელოვანი, კრიზისის შემდგომ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენმა ეკონომიკამ მიიღოს მინიმალური ზიანი. ეკონომიკურ მიმართულებაზე პასუხისმგებელი გახლავთ ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი. 

 ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები, ისევე როგორც კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება სრულად ვართ მზად იმისთვის, რომ შესაბამისად ეფექტურად ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. მერწმუნეთ, რომ ჩვენ მივაღწევთ შესაბამის შედეგს და ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურები ამ ვირუსთან ბრძოლაში“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გიორგი გახარიამ ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება დაასახელა
  • unipress