გიორგი გახარია - გულწრფელად ვაღიარებთ, რომ ბზობის დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პირველ რიგში შსს-ს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა

გიორგი გახარია

გამოქვეყნებულია  769 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის შემოღებული ჯარიმების გამკაცრება არ იგეგება.

თუმცა, პრემიერის თქმით, იგეგება აღსრულების გამკაცრება.

გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირველ რიგში შსს-ს ბზობის დღესასწაულზე უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა.

„ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება. აღსრულების გამკაცრების ნაწილში, ჩვენ ვაღიარებთ, აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ბზობის დღეს სახელმწიფოს ინსტიტუტებს და პირველ რიგში შსს-ს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა. ამას ვაღიარებთ. ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება არა,აღსრულების ნაწილში გამკაცრება და ეფექტურობა იგეგმება“ , – განაცხადა გახარიამ


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • გიორგი გახარია - გულწრფელად ვაღიარებთ, რომ ბზობის დღეს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პირველ რიგში შსს-ს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა
  • unipress