პუტინს მკაფიოდ გავაგებინე, რომ წარსულშია დრო, როდესაც აშშ რუსეთის აგრესიას უპასუხოდ ტოვებდა

ჯო ბაიდენი

გამოქვეყნებულია  84 ნახვა განახლებულია 8 თვის წინ

ამერიკა დაბრუნდა, დემოკრატია დაბრუნდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის ხედვის წარდგენისას განაცხადა:

"პრეზიდენტ პუტინს მკაფიოდ გავაგებინე, რომ წარსულშია დრო, როდესაც აშშ უპასუხოდ ტოვებდა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს – ჩვენს არჩევნებში ჩარევა, კიბერთავდასხმები, მისივე მოქალაქეების მოწამვლა. ჩვენ ყოყმანის გარეშე დავაკისრებთ რუსეთს საფასურს და დავიცავთ ჩვენს უმნიშვნელოვანეს ინტერესებსა და ჩვენს ხალხს. რუსეთთან გამკლავება უფრო ეფექტური იქნება, როდესაც თანამოაზრეებთან კოალიციასა და კოორდინაციაში ვიქნებით.

ალექსეი ნავალნის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა და რუსეთის ძალისხმევა, ჩაახშოს თავისუფლად გამოხატვა და მშვიდობიანი შეკრება, ღრმა შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო საზოგადოებაში. ბატონ ნავალნის, ისევე როგორ რუსეთის ყველა მოქალაქეს, აქვს კონსტიტუციური უფლება. ის გახდა სამიზნე კორუფციის გამომჟღავნებისთვის. ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს უპირობოდ".

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • პუტინს მკაფიოდ გავაგებინე, რომ წარსულშია დრო, როდესაც აშშ რუსეთის აგრესიას უპასუხოდ ტოვებდა
  • unipress