ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ ციხე დატოვა

ვახტანგ ყიფიანი

გამოქვეყნებულია  188 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" ქირურგმა ვახტანგ ყიფიანმა 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. აღნიშნულის შესახებ ყიფიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

"დავტოვე საპატიმრო. დავუბრუნდი ოჯახს და საქმეს. პირველი ნაბიჯი გადაიდგა ჩემი სიმართლის დამტკიცებისკენ. ციხეში გატარებული ყოველი დღე იყო უმძიმესი - პირველ რიგში უსამართლობის განცდის გამო, მაგრამ არცერთი წუთით არ დამიკარგავს რწმენა, იმედი რომ შევძლებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას.

მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მთელ სამედიცინო საზოგადოებას ასეთი ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის, ჩემს მეგობრებს, უამრავ ჩემთვის უცნობ ადამიანს, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ჩემი განსაცდელი.

მადლობა, ჯანდაცვის მინისტრს ჩართულობისთვის, მყისიერი რეაგირებისთვის.

იმედი მაქვს სამართლის ყველა წესის დაცვით მივაღწევთ საბოლოო შედეგს და დავამტკიცებთ ჩვენს უდანაშაულობა"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ექიმმა ვახტანგ ყიფიანმა 50 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ ციხე დატოვა
  • unipress