ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ალექსეი ნავალნის თავშესაფარსა და სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ

ალექსეი ნავალნი

გამოქვეყნებულია  145 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის თავშესაფარსა და სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

"მზად ვართ, ნავალნისა და მის ახლობლებს ჯანდაცვასთან, თავშესაფარსა და დაცვასთან დაკავშირებული ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ," - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც:

"ჩვენ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველანაირ დახმარებას გავუწევთ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, გერმანიის საავადმყოფოებში ვუმკურნალებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გარემოებები ძალიან სწრაფად გაირკვეს. ჩვენ ამას დაჟინებით მოვითხოვთ, რადგან ის, რაც აქამდე მოვისმენთ, ძალიან არასასიამოვნოა".

შეგახსენებთ, გუშინ ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი ღრმა კომაში იმყოფება

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ალექსეი ნავალნის თავშესაფარსა და სამედიცინო დახმარებას სთავაზობენ
  • unipress