დონალდ ტრამპი - 30 დღის განმავლობაში მთავრობის მიერ შემუშავებული წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

დონალდ ტრამპი

გამოქვეყნებულია  235 ნახვა განახლებულია 3 წელი წინ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მომდევნო 30 დღის განმავლობაში მთავრობის მიერ შემუშავებული წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

"მინდა, ყოველი ამერიკელი მზად იყოს მომავალი მძიმე დღეებისთვის. ძალიან სასატიკი და მტკივნეული ორი კვირა გველოდება. მომდევნო 30 დღის განმავლობაში მთავრობის მიერ შემუშავებული წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხისთვის, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ეს ვირუსი ბევრ რამეს გვასწავლის. ვფიქრობ, როდესაც ეს ვირუსი დამარცხდება, ჩვენ ბევრს ვისწავლით. მათ შორის უკეთ გავუმკლავდებით გრიპს. უფრო ხშირად დავიბანთ ხელებს, დავიცავთ დისტანციას“. 

შეგახსენებთ, აშშ-ში ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირების 181 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 3 606 ადამიანი

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დონალდ ტრამპი - 30 დღის განმავლობაში მთავრობის მიერ შემუშავებული წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
  • unipress