კანონი ერთია მორწმუნესთვის და ათეისტისთვის, არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს გარკვეულ დისტანციებზე მყოფი 3 ადამიანზე მეტი

ამირან გამყრელიძე

გამოქვეყნებულია  7,170 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

კანონი ერთია მორწმუნესთვის და ათეისტისთვის. არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს გარკვეულ დისტანციებზე მყოფი სამ ადამიანზე მეტი , - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ:

„მე რეკომენდაციას ვერ მივცემ და ვერ ვიტყვი, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ჩვენ ვიმოქმედოთ. საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე კანონი გვეუბნება, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს გარკვეულ დისტანციებზე მყოფი სამ ადამიანზე მეტი. ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი, რომ გამომდინარე დიდი საშიშროებიდან რაც არსებობს, ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის დღეს ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში, 209 ქვეყანაში, თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად რამდენადაც შეგვიძლია. დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომ დავიცვათ მათი და ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა. ეს იქნება თხოვნა უმორჩილესი და რეკომენდაცია მოსახლეობისადმი. რაც ნაკლებად შევიკრიბებით, მით დიდია შანსი იმისა, რომ ჩვენ არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და ამით თავიდან ავიცილოთ მოსახლეობის ავადობა და თავიდან ავიცილოთ გარდაცვალება“

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კანონი ერთია მორწმუნესთვის და ათეისტისთვის, არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს გარკვეულ დისტანციებზე მყოფი 3 ადამიანზე მეტი
  • unipress