რეჟიმი უნდა წავიდეს - სოსო ჯაჭვლიანმა "ქართული ოცნება" დატოვა

სოსო ჯაჭვლიანი

გამოქვეყნებულია  217 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა და "ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა, სოსო ჯაჭლიანმა "ქართული ოცნება" დატოვა. მან ამის შესახებ განცხადება "მთავრი არხის" ეთერში გააკეთა.

"ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ ფედერაციის საქმეებში ჩვენ ვერ ჩავერევითო. ჩარევა კი არა, გააჩერეთ ეს ხალხი, რომ სიმართლე დავამტკიცო. ყველა გავაფრთხილე, კალაძე არ მხვდება. ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ რეჟიმია. ეტყობა, უნდათ, რომ ეს ზონდერ ბრიგადა, რომელიც შემომივარდა გამოიყენონ, ხალხის დასაშინებლად. ისინი მთელ ჩვენს სპორტსმენებს ატერორებენ.

ამ წუთიდან "ქართული ოცნების" წევრი მე არ ვარ, იმ ზონდერ ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს" - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რეჟიმი უნდა წავიდეს - სოსო ჯაჭვლიანმა "ქართული ოცნება" დატოვა
  • unipress