ყირიმი არის უკრაინა

ჯო ბაიდენი

გამოქვეყნებულია  136 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

"ყირიმი არის უკრაინა" - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ყირიმის ანექსიის 7 წლისთავს.  

პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ უკრაინის გვერდით დგას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში:

"კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე შეერთებული შტატები უკრაინისა და მისი მოკავშირეების, პარტნიორების გვერდით დგას.  ამ მწუხარე წლისთავზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მარტივ ჭეშმარიტებას: ყირიმი არის უკრაინა. შეერთებული შტატები არ ცნობს და არც არასდროს აღიარებს ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად და ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში მომხდარი აგრესიის გამო "

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი