სიახლე არ არის, რომ რუსეთი ცდილობს არჩევნებში ჩარევას, საგანგაშოა ქართული სახელმწიფოს რეაქცია, რომ ამ ფაქტებში ვერ ხედავს ვერანაირ სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემას

ელენე ხოშტარია

გამოქვეყნებულია  162 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

სიახლე არ არის, რომ რუსეთი ცდილობს არჩევნებში ჩარევას, საგანგაშოა ქართული სახელმწიფოს რეაქცია, რომ ამ ფაქტებში ვერ ხედავს ვერანაირ სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემას - ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნაზე პროკურატურიდან პასუხი მიიღო.

ხოშტარიას განცხადებით, პროკურატურის პასუხში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს და უწყებამ აუდიტის სამსახურს მიმართა. ელენე ხოშტარიას შეფასებით, პროკურატურის პასუხი უპასუხისმგებლოა:                          

“25 აგვისტოს ანტიპუტინური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, სადაც სარწმუნო ინფორმაციაა მოცემული “პატრიოტთა ალიანსის” პირდაპირ კავშირზე კრემლთან, განცხადებით მივმართე პროკურატურას, რადგან ეს ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულს და ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. პროკურატურიდან მივიღე ფორმალური და უპასუხისმგებლო პასუხი ჩემს განცხადებაზე. პროკურატურის პასუხში ნათქვამია, რომ თურმე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს და მიმართეს აუდიტის სამსახურს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დოსიეში მოყვანილია კონკრეტული თანხები, ცხრილები და ინსტრუქციები, რომელთაც მტრული სახელმწიფო - რუსეთი და კრემლთან დაახლოებული პირები აძლევენ “პატრიოტთა ალიანსს”. გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ “პატრიოტთა ალიანსის” მხრიდან ამ დავალებების შესრულების ფაქტებს. ბათუმში ვიხილეთ კონკრეტული შუღლის გაღვივების მცდელობა, როდესაც აჭარა, თითქოს ოკუპირებული ტერიტორია, ანტითურქული განწყობების ხელოვნურად გაღვივების ფაქტი,რომელიც წარმოადგენს ზუსტად კრემლის ინსტრუქციებს. აქ არ არის სიახლე ის, რომ რუსეთი ცდილობს არჩევნებში ჩარევას, არც ის, რომ “პატრიოტთა ალიანსი” არის მტრული სახელმწიფოს მიერ მართული პარტია. საგანგაშოა ქართული სახელმწიფოს რეაქცია, რომ ამ ფაქტებში ვერ ხედავს ვერანაირ სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემას. 

კიდევ ერთხელ დაჟინებით მივმართავ სუსს, პროკურატურას და ყველა იმ ორგანოს, რომელსაც ეხება ჩვენი მოქალაქეების დაცვა რუსული მტრული პოლიტიკისგან, სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს, გამოიძიონ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ეს საკითხი და არ მისცენ საშუალება რუსეთს, ჩაერიოს ჩვენს წინასაარჩევნო პროცესებში. სხვა შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა, რუსული ინტერესების გატარებაზე ჩვენს ქვეყანაში, “ქართულ ოცნებას” ეკისრება". 

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ “პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადება პროკურატურაში 25 აგვისტოს შეიტანა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • სიახლე არ არის, რომ რუსეთი ცდილობს არჩევნებში ჩარევას, საგანგაშოა ქართული სახელმწიფოს რეაქცია, რომ ამ ფაქტებში ვერ ხედავს ვერანაირ სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემას
  • unipress