ირანი კორონავირუსის რეალურ სტატისტიკას მალავს

BBC

გამოქვეყნებულია  259 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იმაზე სამჯერ მეტია, ვიდრე ამას ირანის მთავრობის ოფიციალური სტატისტიკა ამბობს. სტატისტიკა, რომლებიც BBC-ის ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, მთავრობას ეკუთვნის, თუმცა გასაჯაროებული არაა. ამ რიცხვების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ს 42 000 ადამიანი ემსხვერპლა და არა 14 405, როგორც ამას ჯანდაცვის სამინისტრო საჯაროდ აცხადებს. ამასთან, ინფიცირებულთა რეალური რიცხვი 451 024-ს შეადგენს — მთავრობის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებზე თითქმის ორჯერ მეტს. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 278 827-ია.

გამოცემის თანახმად, ხელისუფლებამ ვირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა 1-თვიანი დაგვიანებით გაასაჯაროვა. სამედიცინო ჩანაწერების მიხედვით, ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ 22 იანვარს დაფიქსირდა, თუმცა ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ მათ მხოლოდ 19 თებერვალს განაცხადეს.

როგორც BBC განმარტავს, ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოიცავს ქვეყნის მასშტაბით კლინიკების მონაცემებს, ადამიანების სახელებს, ასაკს, სქესსა და პერიოდს, რომელიც მათ საავადმყოფოში გაატარეს. წყარო ამბობს, რომ გამოცემასთან თანამშრომლობს, რადგან სურს, "სიმართლეს ნათელი მოჰფინოს" და დაასრულოს "პოლიტიკური თამაშები" ვირუსის გარშემო.

ირანში ვირუსთან დაკავშრებული შეზღუდვები მარტის ბოლოს, ნოვრუზის (ირანული ახალი წლის) დღესასწაულზე ამოქმედდა, რამაც შემთხვევათა მკვეთრი კლება გამოიწვია. თუმცა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ გაიზარდა. ბოლო კვირებში, ქვეყანაში კვლავ ფიქსირდება დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდა.

BBC-ის ცნობით, ირანის ჯანდაცვის უწყება ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ზეწოლის ქვეშ იყო. პირველები კი, ვინც განგაში ატეხა და უწყება აიძულა განეცხადებინა ქვეყანაში ვირუსის არსებობის შესახებ, იყო ორი ექიმი ძმა ქალაქ ყუმიდან, რომელთაც ძმა COVID-19-ით დაეღუპათ.

გამოცემის მიერ მოპოვებული სტატისტიკის მიხედვით, 19 თებერვალს, როცა ირანის ხელისუფლებამ ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ ოფიციალურად განაცხადა, ქვეყანაში უკვე კორონავირუსით გარდაცვალების 52 შემთხვევა იყო დაფიქსირებული


BBC

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ირანი კორონავირუსის რეალურ სტატისტიკას მალავს
  • unipress