ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი - სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო

ცოტნე გამსახურდია

გამოქვეყნებულია  123 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, თბილისის საქალქო სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო..

"ის ფაქტი, რომ აღნიშნული პირები დასჯილნი არიან საკმაოდ მკაცრად, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებობდა ყველა სათანადო მტკიცებულება. ასევე, ველოდებით, რომ ცოტნე გამსახურდია თავად მიაწვდის გამოძიებას ინფორმაციას. ვფიქრობთ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის უახლოეს მომავალში მოახერხებს ამას და თუ არსებობს რაიმე გარემოება ან პიროვნება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია აღნიშნულ დანაშაულთან, ვერავინ დაემალება პასუხისმგებლობის დაკისრებას”,- აღნიშნა გიგუაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს - ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ხოლო შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, პეტრე ყუფარაძეს 4 წლით და კახა ჩხეტიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი - სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო
  • unipress