ხალხი დარწმუნებული არის, რომ ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული ოლიგარქიული მმართველობა უნდა შეიცვალოს, ეს გარდაუვალია

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  132 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ხარაგაულში საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი სერგო რატიანი წარადგინა.

„ხალხი დარწმუნებული არის, რომ ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული ოლიგარქიული
მმართველობა უნდა შეიცვალოს, ეს გარდაუვალია.’’ - სერგო რატიანი.
"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ხარაგაულში პარტიის
მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი,
წარადგინა.
დავით ბაქრაძემ და სერგო რატიანმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს. მათ ასევე
წარადგინეს პარტიის გეგმა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები
როგორც ხარაგაულში, ისე მთლიან საქართველოში.
სერგო რატიანის თქმით, რეგიონში არის მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემები, ხოლო
ხელისუფლება ადგილობრივებს არ აქცევს ყურადღებას. დავით ბაქრაძემ
ადგილობრივებთან საუბრისას გაამახვილა ყურადღება სოციალურ პრობლემებზე. მისი
თქმით, პარტიას აქვს გეგმა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, გაორმაგდება სოციალური
დახმარებები, რითაც ცოტათი მაინც გაუმჯობესდება იმ ადამაინების მდგომარეობა, ვისაც
ყველაზე მეტად უჭირს.
„ხარაგაული ერთ-ერთი ის რაიონია, სადაც კარგად ჩანს ამ ხელისუფლების, ბიძინა
ივანიშვილის მმართველობის პრობლემა. კორუფცია, არაფორმალური ვითარება და
ხალხისადმი ნულოვანი ყურადღება.არვიცი ასეთი ვითარება თუ კიდევ სხვაგან არის,
რადგან ამ წლების განმავლობაში, სოფლების უმრავლესობას გაზი არ მიეწოდება, გზა არ
არის, წყალი არ არის, მძიმე მდგომარეობაა. ხალხის განწყობა არის ისეთი, რომ ჩვენ
გვეყოლება ახალი ხელისუფლება, ეს გარდაუვალია. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით
დავდივართ და ხალხი დარწმუნებული არის, რომ ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული
ოლიგარქიული მმართველობა უნდა შეიცვალოს.’’ - განაცხადა სერგო რატიანმა.
„ტრადიციულად ძალიან რთული რაიონია ხარაგაული, სადაც მოსახლეობას ძალიან უჭირს
და ბევრი ადამიანი არის დამოკიდებული პენსიასა და სოციალურ დახმარებაზე. იმ
პირობებში, როდესაც ყველაფერი ძვირდება, იმ პირობებში როდესაც შესვლიდან შესვლამდე
გაძვირებული ხვდებათ ადამიანებს მედიკამენტები, პროდუქტი. აუცილებელია
რადიკალური ცვლილებები და სწორედ ამიტომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი გეგმა
გახლავთ წლის ბოლომდე პენსიებისა და სხვადასხვა სოციალური დახმარებების
გაორმაგება. სწორედ ამ ადამიანებს უჭირთ ყველაზე მეტად. ჩვენ მათ ვპირდებით, რომ
არჩევნების გამარჯვების შემთხვევაში გაიზრდება სოციალური დახმარებები, რათა ცოტათი
მაინც გავაუმჯობესოთ იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ.“
- განაცხადა დავით ბაქრაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ხალხი დარწმუნებული არის, რომ ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული ოლიგარქიული მმართველობა უნდა შეიცვალოს, ეს გარდაუვალია
  • unipress