კოვიდ პაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება

სახალხო დამცველი

გამოქვეყნებულია  145 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაფასა. ომბუდსმენის შეფასებით, 2020 წელს, საქართველოშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მთავარი გამოწვევა კოვიდ-19 და მის შედეგებთან გამკლავება იყო.

სახალხო დამცველის განმარტებით, კოვიდ პაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

„პერიოდულად, მედია საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რა დროსაც ოჯახის წევრები მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, რამაც პაციენტების გარდაცვალება გამოიწვია. მსგავსი ფაქტები ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებათა ეფექტიანობასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კითხვებს აჩენს. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მსგავსი შემთხვევების შესწავლის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ომბუსდმენის შეფასებით, ახალმა კორონავირუსმა უარყოფითად იმოქმედა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, განსაკუთრებით თავშესაფრის მაძიებელ პირებზე, რომლებიც ანტიკრიზისული სოციალურ პროგრამების ცალკეული კომპონენტის მიღმა აღმოჩნდნენ. „სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის შედეგები ცხადყოფს, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით, სახელმწიფო არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის და საჭიროების წინაშე დგას. სახალხო დამცველი გამოთქვამს სრულ მზაობას, ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან, განცხადებაში მიმოხილულ გამოწვევებზე მუშაობის პროცესში“,-აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • კოვიდ პაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება
  • unipress