პაოლო მალდინის კორონავირუსი დაუდასტურდა

სპორტი

გამოქვეყნებულია  180 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

იტალიური ფეხბურთის ლეგენდას და „მილანის“ ტექნიკურ დირექტორ პაოლო მალდინის კორონავირუსი დაუდასტურდა. მასთან ერთად ინფიცირებულია მისი შვილი დანიელ მალდინი, რომელიც „მილანის“ ფეხბურთელია.

პაოლო მალდინის ჩაუტარდა ტესტი მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი დაუდასტურდა. პაოლოს პასუხი დადებითია, ისევე როგორც მისი შვილის. პაოლო და დანიელი კარგ მდგომარეობაში არიან და  საკუთარ სახლში გარეკონტაქტების გარეშე იმყოფებიან. 

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი „იუვენტუსის“ არგენტინელ თავდამსხმელ პაულო დიბალასაც აღმოაჩნდა. 

" მე და ჩემს მეგობარ გოგონას ორივეს კორონავირუსი გვაქვს. მთავარი ის არის რომ ამ ეტაპზე მშვენივრად ვართ!"- განაცხადა არგენტინელმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • პაოლო მალდინის კორონავირუსი დაუდასტურდა
  • unipress