დავით ბაქრაძემ შუახევის მოსახლეობას "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი მთიან აჭარაში, ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა

"ევროპული საქართველო"

გამოქვეყნებულია  237 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე, აჭარაში, შუახევის მოსახლეობას შეხვდა. დავით ბაქრაძემ ადგილობრივებს „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა. ადგილობრივებთან საუბრისას, დავით ბაქრაძემ და ტარიელ ნაკაიძემ იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას.

"იმ უმუშვერობისა და სიღარიბის ფონზე, რომელიც საქართველოშია, შუახევშიც და მთელ აჭარაშიც ადამიანების დასაქმებისა და შემოსავლის შოვნის მთავარი საშუალება იყო სეზონურ სამუშაოებზე, თურქეთში წასვლა. ეს პერსპექტივა ეხლა ადამიანებს დაეკეტათ, გასაგებია და ყველას გვესმის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად პანდემიასთან დაკავშირებით, მაგრამ სრულიად გაუგებარია მთავრობის მხრიდან ცნობისა და საბუთის მოთხოვნა. თუ არის პანდემია და არ შეიძლება ადამიანების წასვლა, არ შეიძლება არც ცნობით და არც მის გარეშე. ცნობა ვერ აჩერებს გრიპს, ამიტომ პრობლემა არის არა გრიპში, არამედ მთავრობის დამოკიდებულებაში საკუთარი ხალხის მიმართ, რომელიც აბსოლიტურად ბიუროკრატიულად, საბუთებზე და ცნობებზე დაყრდნოით, ადამიანებს აკარგვინებს შემოსავლის ერთადერთ საშუალებას. ამიტომ, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არის მძიმე, მაშინ უნდა ჩაიკეტოს მთლიანად, მაგრამ თუ შესაძლებელია, რომ დამსაქმებლის, თურქი დამსაქმებლის ცნობით ადამიანი წავიდეს და ესეიგი, გრიპი არ არის საშიში, მაშინ ამის საშუალება უნდა მიეცეს ყველას და მთავრობამ არ უნდა დაუმძიმოს ხალხს, ისედაც მძიმე ეკონომიკური ვითარება. აი ასეთი საკითხები არის ძალიან ბევრი დაგროვილი, ყველაფერი ეს აწუხებთ ადამიანებს, ყველაფერი ეს ურტყავს მათი ოჯახების კეთილდღეობას და უმუშევრობა, სიღარიბე, გაჭირვება, უპერსპექტივობა არის ის მთავარი პრობლემები, რომლების მოგვარებასაც ელოდება ხალხი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ვიმყოფეიბით შუახევის მუნიციპალიტეტში, ჩვენ შევხვდით ადგილობრივებს და გავეცანით მათ პრობლემებს, გარკვეულწილად ვიცით ის პრობლემები, თუ რასთან გვაქვს საქმე. მთავარი არის ის, რომ ჩვენ ამ მოსახლეობას ვთავაზობთ განსხვავებულ ხედვას პოლიტიკაში, განსხვავებულ მიდგომას, რადგან ჩვენ არამარტო სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას ვთავაზობთ მოსახლეობას, არამედ წარმომადგენლობითი ორგანოების აქტიურ ჩართვას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩემი წინამორბედი დეპუტატები არასდროს არ გამოსულან პარლამენტში და არ უთქვამთ თუ რა პრობლემების წინაშე იდგა ეს მოსახლეობა. ზოგადად, მისი წარმომადგენლობა არ ჩანს, ამ ხეობას და აჭარას აკლია პოლიტიკური ლიდერი და მე ვფიქრობ, რომ პირველი რასაც ვთავაზობთ ამ მოსახლეობას არის ის, რომ მათ პრობლემებს გავიტანთ პარლამენტში და ისევე როგორც ყოფითი პრობლემები, ასევე მორალური პრობლემები, რომლებიც აქვს ამ მოსახლეობას, იქნება გატანილი საქართველოს პარლამენტში. ასევე საგულისხმოა აჭარაში გადმოსახლებული ეკომიგრანტების პრობლემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ შევეცდებით რომ მათი პრობლემებითაც დავკავდეთ“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • დავით ბაქრაძემ შუახევის მოსახლეობას "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი მთიან აჭარაში, ტარიელ ნაკაიძე წარუდგინა
  • unipress