ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა

ბორის ჯონსონი

გამოქვეყნებულია  201 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა.

BBC-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სპეციალური პროგრამისგან მიიღო შეტყობინება, რომ კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული პირი პარლამენტის წევრი ლი ანდერსონია.

ბორის ჯონსონი ტვიტერში წერს, რომ ვირუსის სიმპტომები არ აქვს, თუმცა, დადგენილი წესების თანახმად, თვითიზოლაციაში გადადის და მუშაობას დაუნინგ სთრითზე მდებარე რეზიდენციიდან განაგრძობს.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონს კორონავირუსი აპრილში დაუდასტურდა. მან სამი დღე რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა, რომლის დატოვების შემდეგაც ექიმებს გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა
  • unipress