მესიმ მსოფლიო ფეხბურთის 15 ამომავალი ვარსკვლავი დაასახელა

მესი

გამოქვეყნებულია  1,497 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ შეადგინა ახალგაზრდა მოთამაშეების სია, რომლებსაც მსოფლიოს ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავებად მიიჩნევს. ლიონელ მესის რჩეულები:

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული) – განაპირა მცველი, რომელიც ბრწყინვალედ მიდის შეტევაში.

კრისტიან პულიშიჩი (ჩელსი) – მას შესანიშნავი ბალანსი და მოხერხებულობა აქვს.

მეისონ მაუნტი (ჩელსი) – მინახავს მისი თამაში, შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს.

ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი) – მას უდიდესი ნიჭი გააჩნია.

ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) – მცველების მოტყუების შთამბეჭდავი უნარი აქვს.

ლუკა იოვიჩი (რეალი) – ჯადოსნური მოთამაშეა.

კაი ჰავერცი (ლევერკუზენი) – გასაოცარია, რამდენად მშვიდია კარის წინ.

ედერ მილიტაო (რეალი) – ფენომენალური ნიჭი.

უსმან დემბელე (ბარსელონა) – გაშინებს ვარჯიშისას მისი უნარები.

უსემ აუარი (ლიონი) – მშვიდია და შესანიშნავი ტექნიკა აქვს.

ფრენკი დე იონგი (ბარსელონა) – ერთ-ერთი საუკეთესო მეპასე, ვინც მის ასაკში მინახავს.

ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო) – ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ახალგაზრდა ფეხბურთელი მსოფლიოში.

კილიან მბაპე (პსჟ) – ძალიან სწრაფი და ძალიან სახიფათო მოთამაშე.

ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი) – ძალიან ნიჭიერი განაპირა მცველი, რომელიც ძალიან ბევრ საგოლე გადაცემას ასრულებს.

ბენჟამენ პავარი (ბაიერნი) – შესანიშნავი დაცვითი მოთამაშე, რომელსაც კარგი დარტყმა აქვს

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მესიმ მსოფლიო ფეხბურთის 15 ამომავალი ვარსკვლავი დაასახელა
  • unipress