ჩვენი კითხვა ეკონომიკის მინისტრთან იქნება, თუ რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის მთავრობამ ეს თვითკმაყოფილი განწყობა საკუთარი მოქმედებების მიმართ შეცვალოს

გიგა ბოკერია

გამოქვეყნებულია  88 ნახვა განახლებულია 10 თვის წინ

ჩვენი კითხვა ეკონომიკის მინისტრთან იქნება, თუ რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის მთავრობამ ეს თვითკმაყოფილი განწყობა საკუთარი მოქმედებების მიმართ შეცვალოს - "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ნათიას თურნავას ინტერპელაციის წესით დაბარებას ეხმაურება.

ბოკერიას თქმით, "ევროპულ საქართველოს" ექნება კონკრეტული კითხვები, თუ რის შეცვლას აპირებს მთავრობა ამ კრიზისის დასაძლევად.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არ ეტყობა რაიმეს შეცვლის სურვილი და უტიფრად აგრძელებენ თვითკმაყოფილებას.

„ჩვენი კითხვა ეკონომიკის მინისტრთან იქნება, თუ რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის მთავრობამ ეს თვითკმაყოფილი განწყობა საკუთარი მოქმედებების მიმართ, ეს დაცინვა, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ, გადახედოს და შეცვალოს. რამხელა უნდა იყოს ეკონომიკის ვარდნა, რამხელა უნდა იყოს უმუშევერობა და დასაქმებულთა რიცხვის შემცირება რომ მათ  განიხილონ  ჩვენი გეგმა.

ჩვენ არ გვაქს ილუზია, რომ ივანიშვილის მთავრობა რაიმეს მოაგვარებს, თუმცა ჩვენი ვალია, რომ სანამ ისინი ხელისუფლებაში არიან, ეს ლეგიტიმური წნეხი მათ იგრძნონ თავის თავზე. ასევე, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, თუ რა ცვლილებებს განვახორციელებთ მათი დამარცხების შემდეგ, რადგან ამ მთავრობას წარმოუდგენელი დამოკიდებულება აქვს ყველაფრის მიმართ. იმის მაგივრად, რომ  ხელისუფლებას ფული დაეტოვებინა მთლიანად ეკონომიკაში, შეარჩიეს კონკრეტული აპლიკანტები და ჩვენი, ხალხის ფული დაურიგეს მათ.  ამით კი მათ გაფლანგეს და გაანიავეს ეს თანხა.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჩვენი კითხვა ეკონომიკის მინისტრთან იქნება, თუ რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ ივანიშვილის მთავრობამ ეს თვითკმაყოფილი განწყობა საკუთარი მოქმედებების მიმართ შეცვალოს
  • unipress