"ლივერპული" ოფიციალური განცხადებას ავრცელებს, რომ, კლუბის ფორვარდს სადიო მანეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სენეგალელი თვითიზოლაციაში იმყოფება და ყველა საჭირო რეკომენდაციას იცავს. მანეს კორონავირუსის უმნიშვნელო სიმპტომები აქვს, საერთო ჯამში კი თავს კარგად გრძნობს.
ცნობისთვის, კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა "ლივერპულის" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ტიაგო ალკანტარამ

0 კომენტარი