რომის პაპი - პანდემია ბუნების საპასუხო რეაქციაა, ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ

რომის პაპი

გამოქვეყნებულია  241 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემია კაცობრიობის მხრიდან ეკოლოგიური კრიზისების უგულებელყოფაზე, ბუნების საპასუხო რეაქციაა:

„ჩვენ პასუხი არ გავეცით იმ კატასტროფებზე, რომელიც მოხდა. ვინმე საუბრობს ავსტრალიის ხანძრებზე? ვინმეს ახსოვს, რომ ნავმა შესაძლოა ჩრდილოეთ პოლუსი გადალახოს, რადგან იქ ყინული დნება? ვინ საუბრობს ახლა წყალდიდობებზე? არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია.

„ეს კრიზისი ჩვენ ყველას შეგვეხო, მდიდრებსა და ღარიბებს. ჩვენ ან ვიქნებით თანმიმდევრულნი ჩვენს მრწამსში, ან ყველაფერს დავკარგავთ. ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ. უფალმა თქვა, ის, ვინც ღარიბებს მუდამ დაეხმარება, ის მართალ იქნება. ისინი ჩვენი რეალობის ნაწილნი არიან და ამას ვერ უარვყოფთ. მაგრამ, ღარიბებს თითქოს ვერ ვხედავთ. იცით, ახლახანს რომის შუაგულში პოლიციელმა უთხრა კაცს, აქ რატომ ხარ, წადი სახლში და მან უპასუხა, მე სახლი არ მაქვს, ქუჩაში ვცხოვრობ... ღარიბთა დანახვა ნიშნავს, რომ მათი ადამიანური ცხოვრება აღადგინო. ისინი ნივთები არ არიან, ისინი ნაგავი არ არიან, ისინი ადამიანები არიან. ჩვენ მათ ხშირად ისე ვექცევით, როგორც გადარჩენილ ცხოველებს. არ შეიძლება მარტო ნაწილობრივი კეთილდღეობის პოლიტიკა გქონდეს. ახლა სწორედ ის დროა, რომ მათთვის მიწის ქვეშ ჩახვიდე“

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რომის პაპი - პანდემია ბუნების საპასუხო რეაქციაა, ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ
  • unipress