თქვენ ჩემი ოჯახი ხართ - პეპ გვარდიოლა

პეპ გვარდიოლა

გამოქვეყნებულია  1,321 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"მანჩსტერ სიტის" ესპანელმა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ მოუწოდა მის დიდ „ საფეხბურთო ოჯახს“ გაითვალისწინონ ექიმებისა და მეცნიერების ყველა დირექტივა, რათა დროულად მოხდეს კორონავირუსის დამარცხება. ოფიციალურად პრემიერლიგა 13 მარტს შეწყდა, რამდენიმე საათში კი "არსენალის" ახალგაზრდა თავკაცს მიკელ არტეტას ვირუსი დაუდასტურდა. ამ წუთის მონაცემებით ლიგა 30 აპრილამდეა შეწყვეტილი, თუმცა განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სავარაუდოდ ინგლისური ფეხბურთის მესვეურებს თარიღის გადავადება მოუწევთ.
„ ჩვენ გვენატრება ფეხბურთი, ის დღები როდესაც გულშემატკივარს ვახარებდით, თუმცა ახლა სხვა რეალობაა, მოგიწოდებთ დაუჯეროთ ექიმებს და ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება, თქვენ ჩვენი საფეხბურთო ოჯახი ხართ, ჩვენ კი უფრო მეტად ძლიერები და ოდნავ გასუქებულები დავბრუნდებით, არ მოიწყინოთ!“ - განაცხადა პეპ გვარდიოლამ
აღსანიშნავი ფაქტია, რომ კორონავირუსმა მანჩესტერის ორი კლუბი ერთი მიზნისკენ გააერთიანა და მათ ერთობლივად 100 000 ფუნტი სტერლინგის დონაცია მოახდინეს ვერაგი ვირუსის დასამარცხებლად

ლუკა დალაქიშვილი

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თქვენ ჩემი ოჯახი ხართ - პეპ გვარდიოლა
  • unipress