ვინმე თუ ფიქრობს, შინაგან საქმეთა ან თავდაცვის მინისტრად დაბრუნდება ერთპიროვნულად, მწარედ ცდება - პაატა დავითაია

ძალა ერთობაშია

გამოქვეყნებულია  333 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

ჩვენ ვართ ერთგული ხელმოწერისა და ვიმოქმედებთ იმ წესდებით, რაც მივიღეთ, ეს ნიშნავს, რომ გვაქვს სურვილი, „ძალა ერთობაშია“ ოპოზიციური გაერთიანებით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების" ლიდერმა, პაატა დავითაიამ განაცხადა:      

„ამაზე არაერთი განცხადება გაუკეთებია თავად სააკაშვილსაც, თუნდაც ბოლო ხანებში, რომ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის მომხრეა, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე ვხედავთ, რომ მისი პოლიტიკური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს გარკვეული გადაწყვეტილების მიღებაზე. იმედს ვიტოვებ, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება და ყველა დარჩება ერთგული იმ ხელმოწერისა, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაუჩნდათ ამბიციები, მათ ჰგონიათ, რომ ერთპიროვნულად შეცვლიან ხელისუფლებას, რაც არის აბსოლუტური აბსურდი. ერთპიროვნულად მათ აიღეს ძალიან ცოტა ხმა თვითმმართველობის არჩევნებზე, ერთობით კი აიღეს ძალიან ბევრი ხმა. არჩევანი მარტივია, თუ ვინმეს სურს, რომ დარჩეს ოპოზიციაში, ეს მათი პოლიტიკური არჩევანი იქნება ჩვენი არჩევანი არის ერთობით ხელისუფლების ცვლილება. მე არ ვეკუთვნი იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ჭორაობენ, მე ვეკუთვნი მათ, ვინც ასრულებენ ვალდებულებებს, ეს არის ვალდებულება, რომელიც არის ხელმოწერილი და შეთანხმებული.

ახლა თუ ვინმე ეძებს მიზეზებს, ეს მათი არჩევანია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრად ან თავდაცვის მინისტრად დაბრუნდება ერთპიროვნულად, ძალიან მწარედ შემცდარა. მხოლოდ და მხოლოდ ერთობით, ერთიანი პოზიციით შეიძლება ხელისუფლების ცვლა. ვერც ერთი პარტია ცალკე აღებული ვერ შეცვლის „ქართულ ოცნებას“. თუ ისინი იბრძვიან თანამდებობებისთვის და საპარლამენტო უმცირესობისთვის, სხვა ამბავია, ჩვენი ამოცანაა, რომ ერთობა, რომელმაც შედეგები დადო, შენარჩუნდეს და ხელისუფლება შეიცვალოს“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ვინმე თუ ფიქრობს, შინაგან საქმეთა ან თავდაცვის მინისტრად დაბრუნდება ერთპიროვნულად, მწარედ ცდება - პაატა დავითაია
  • unipress