სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა. გოგაშვილი პარტიიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ მიზეზები პირადად აუხსნა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მის გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა და წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი "ქართულ ოცნებაში" მონიტორინგის, კოორდინაციის და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო. გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა, მანამდე კი, 2014 წელს, შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო

0 კომენტარი