ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს, დამატებითი სანქციები უნდა დავუწესოთ

ევროკომისიის პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია  169 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც ბელარუსში ადამიანის უფლებებს არღვევს:     

"დამატებითი სანქციები უნდა დავუწესოთ მათ, ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს ან ადამიანის უფლებების ლახავს.

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებისა და დემოკრატიის უფლებების მიმართ ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირებას მოახდენენ".

შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ოფიციალური მონაცემებით, აქციების დროს 6 700-მდე მოქალაქე დააკავეს, 2 ადამიანი კი -გარდაიცვალა.

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს, დამატებითი სანქციები უნდა დავუწესოთ
  • unipress