რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტების ამოქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საგანგებო მდგომარეობა

გამოქვეყნებულია  2,182 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს პირველადი თერმოსკრინინგიც უტარდებათ. არსებულ ვითარებას დილიდან, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად ადგილზე გაეცნო. როგორც რწმუნებული აცხადებს, პრევენციული ღონისძიებები დროულად და ეფექტურად ხორციელდება, საჭიროების შემთხვევაში კი ცენტრალიზებულად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.

„მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, 24-საათიან რეჟიმში ადგილზე განახორციელებენ არსებული შეზღუდვების კონტროლს. ასევე, მონიტორინგს უწევენ აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო გამშვები პუნქტების ამოქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
  • unipress