„ლელო“ მთავრობას 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნას სთავაზობს

მამუკა ხაზარაძე

გამოქვეყნებულია  459 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მთავრობას 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნას სთავაზობს.აღნიშნული იდეა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე გაახმოვანა. 

მისივე განცხადებით, აღნიშნული ფონდი პარტიის მიერ შეთავაზებული 6 - მილიარდიანი ანტიკრიზისული მოდელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ეს იდეა არსებობს ძალიან ბევრ ქვეყანაში. იაპონიიდან დაწყებული ჩვენი მეზობელი თურქეთით დამთავრებული, ეს არის არამარტო მოკლევადიანი პრობლემის გადაწყვეტა, არამედ გრძელვადიანი ეკონომიკის გამოცოცხლების სერიოზული სტიმული. ჩვენი პროგრამის მიხედვით, 3 მილიარდიანი ფონდი იქნება ნულოვანი ინტერესით და ყველა იმ ბიზნესს, რომელიც არის გაჩერებული, უნდა მივცეთ საბრუნი კაპიტალი ერთი პირობით, რომ ისინი შეინარჩუნებენ თავიანთი თანამშრომლების 80%-ს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ 24 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ საგარანტიო საბუთის მიღების საშუალება, რომ დაიმატონ იმდენი თანხა, რაც მათ სჭირდებაათ და აიღონ ერთადერთი ვალდებულება, რომ თავიანთი თანამშრომლების 80%-ს არ შეამცირებენ. ეს ჩვენ მოგვცემს ორი მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის საშუალებას. ერთი - ეკონომიკა არ გაჩერდება და ყველა კომპანია, რომელმაც რესტარტი უნდა დაიწყოს, დაიწყებს და ადამიანები, რომლებიც დღეს ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, რაც არის სამსახურის დაკარგვა, შენარჩუნდებიან ეკონომიკაში. მთელი ამ სქემის მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება, ასეთი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნით ჩვენ დიდ სტიმულს ვაძლევთ ეკონომიკას და თუ ეს სქემა იქნება დანერგილი, ჩვენი ეკონომიკა 4 წელიწადში გაიზრდება 2-ჯერ და ამ სქემისა და სხვა ღონისძიებების მიხედვით დაახლოებით 200 000 დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება საქართველოში. ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, რა მდგომარეობაშიც ჩვენი ეკონომიკა ჩავარდა. ჩვენ ახლა ხანძრის ჩაქრობის პირობებში ვართ, მაგრამ როცა ხანძარი ჩაქრება, არ უნდა დაგვრჩეს დამწვარი სახლი“, - განაცხადა ხაზარაძემ. 


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • „ლელო“ მთავრობას 3-მილიარდიანი საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნას სთავაზობს
  • unipress