ხვალ ეროვნული ბანკი კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

ეროვნული ბანკი

გამოქვეყნებულია  220 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის მხრიდან წელს ეს უკვე მე-14 სავალუტო ინტერვენცია იქნება.

ეროვნულმა ბანკმა იმავე ოდენობის თანხა – 40 მლნ აშშ დოლარი 16 სექტემბერსაც გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1546 შეადგინა.

სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, 16 სექტემბრის აუქციონის ჩათვლით, ჯამში 409 650 000 დოლარი გაყიდა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ხვალ ეროვნული ბანკი კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის
  • unipress