ამას "ქართული ოცნება' წინასაარჩევნოდ აკეთებს იმისთვის, რომ ოდნავ მაინდ გაიუმჯობესოს გატეხილი სახელი

ხათუნა გოგორიშვილი

გამოქვეყნებულია  133 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს" გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მშენებლობას ეხმაურება.
გოგორიშვილის თქმით, ეს არის პირდაპირ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ხელისუფლებამ ნახა, რომ თბილისში მათი რეიტინგი საკმაოდ დაბალია. გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ იპოდრომის გადაცემით ივანიშვილის ვერ გამოასწორებს იმ სიღარიბეს, უმუშევრობასა და საშინელ ყოფას, რომელშიც თვითონ ივანიშვილმა ჩააგდო ქვეყანა.             


"ყველას კარგად გვახსოვს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამწარებული ბიძინა ივანიშვილის სახე და 600 000 ადამიანისათის ვალების ჩამოწერის დაპირება, რომელიც შემდეგ რათქმაუნდა, არ შესრულდა, ისევე როგორც ყველა სხვა დაპირება და ჰაერში გამოკიდებული დარჩა. ზუსტად ასევე ხდება ეხლა. მათ ნახეს
რეიტინგები, ნახეს, რომ განსაკუთრებით უჭირს ქართულ ოცნებას თბილისში და სასწრაფოდ დაიწყეს რაღაცის ფიქრი, როგორ "ასიამოვნონ" თბილისელებს და ეს ნაბიჯი სწორედ ამას ნიშნავს და სხვა არაფერს. რაც არ უნდა ილაპარაკონ ეხლა, რომ ეს უბრალოდ კერძო საკუთრება იყო და ასე გადაწყვიტა კომპანიამ და კომპანიის დღის წესრიგია, ის რომ კომპანიის დღის წესრიგი პირდაპირ საარჩევნო დღის წესრიგს აჯდება ერთ რამეს ნიშნავს, რომ საარჩევნოდ გულების მოსყიდვის თემაა და არ აქვს მნიშვნელობა ეს პირდაპირ წერია საარჩევნო
კოდექსში, ეწინააღმდეგება თუ არ ეწინააღმდეგება, ფაქტი ერთია, რომ ამას "ქართული ოცნება"  წინასაარჩევნოდ აკეთებს იმისთვის, რომ ოდნავ მაინდ გაიუმჯობესოს გატეხილი სახელი.
თუმცა, ივანიშვილი ვერცერთ თბილისელს ვერ გამოუსწორებს იმ სიღარიბეს, უმუშევრობას და საშინელ ყოფას იმით, რომ იპოდრომი გადასცა თბილისის მერიას" - აცხადებს გოგრიშვილი

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ამას "ქართული ოცნება' წინასაარჩევნოდ აკეთებს იმისთვის, რომ ოდნავ მაინდ გაიუმჯობესოს გატეხილი სახელი
  • unipress