ამას აჭარის საზოგადოება არჩევნებზე პასუხს გასცემს

ევროპული საქართველო

გამოქვეყნებულია  265 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ეს არის ასლან აბაშიძის დროინდელი მესიჯისა და ლოზუნგის გახსენების
ძალიან უბადრუკი მცდელობა და ამას აჭარის საზოგადოება არჩევნებზე
საკადრისს პასუხს გასცემს  - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" აჭარის
უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ
კალოიანი "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ბათუმი-სარფის გზაზე განთავსებულ
საარჩევნო ბანერს, სადაც აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსადაა
გამოსახული.
ვახტანგ კალოიანის თქმით, აჭარას დაცვა არა თურქეთისგან, არამედ რუსეთის
ოკუპაციისა და უნიათო ხელისუფლებისგან სჭირდება:      


"ეს ხრიკები აქ არ გავა. აჭარა თავისუფალია და ვერავინ გაბედავს მსგავსი
ნარატივის გავრცელებას. ეს არის წინასაარჩევნო პოპულისტური ლოზუნგი.
უნდათ გაათამაშონ თურქული კარტი - საარჩევნო კამპანია იქნება აწყობილი,
რომ აჭარას სჭირდება თურქეთისგან დაცვა და ერთმორწმუნე რუსეთი ჩვენი
დამცველია. აჭარას სჭირდება დაცვა სიღარიბისგან, რუსული ოკუპაციისგან და
უნიათო ხელისუფლებისგან"

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ამას აჭარის საზოგადოება არჩევნებზე პასუხს გასცემს
  • unipress