მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია ეს ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანი არის თუ არა და ამისდა მიუხედავად უღირთ თუ არა ჰქონდეთ მასთან ასეთი ურთიერთობები - სერგი კაპანაძე ნაციონალური მოძრაობისა და კახა ოქრიაშვილის თანამშრომლობაზე

სერგი კაპანაძე

გამოქვეყნებულია  202 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"ევროპული საქართველოს' საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დარჩენილ ოლქებში მაჟორიტარების დაყენებაზე და კახა ოქრიაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლობას ეხმაურება.

სერგი კაპანაძის თქმით, ევროპული საქართველო მალე მიიღებს გადაწყვეტილებას დარჩენილ ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატების დაყენებაზე. რაც შეეხება კახა ოქრიაშვილის და ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლობას, სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ ევროპული საქართველოსთვის ეს ფიგურა მიუღებელია მისი დამოკიდებულების გამო პროპორციული სისტემის მიმართ, რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს მათი პირადი საქმეა, მნიშვნელოვანია თუ არა მათთვის კახა ოქრიაშვილის დამოკიდებულება სხვადასხვა თემის მიმართ და უღირთ თუ არა ამის გამო მასთან თანამშრომლობა.

"ევროპულმა საქართველომ წარადგინა მაჟორიტარები თითქმის ყველა ოლქში და რამდენიმე ოლქი დაგვრჩა და იქაც მალე გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის და კახა ოქრიაშვილის პარტიის ბლოკად გაფორმებას და მათ შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებს, ჩვენ ამაზე გავაკეთეთ კომენტარი, მიგვაჩნია, რომ ეს მათი პირადი საქმეა და მათი შიდა საქმეა. ჩვენ შეგვიძლია ხაზი გავუსვათ, რომ ბატონ ოქრიაშვილს, მისი დამოკიდებულების გამო პროპორციული სისტემისადმი, იმისადმი რასაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა, ამ ყველაფრის გამო მასთან ევროპული საქართველო არ იქნება არანაირი ტიპის ურთიერთობაში. რაც შეეხება სხვა პარტიას, მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია ეს ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანი არის თუ არა და ამისდა მიუხედავად უღირთ თუ არა ჰქონდეთ მასთან ასეთი ურთიერთობები.“ - აცახდებს სერგი კაპანაძე

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია ეს ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანი არის თუ არა და ამისდა მიუხედავად უღირთ თუ არა ჰქონდეთ მასთან ასეთი ურთიერთობები - სერგი კაპანაძე ნაციონალური მოძრაობისა და კახა ოქრიაშვილის თანამშრომლობაზე
  • unipress