ერთი ფოტოს ისტორია

ალექსანდრე ჩივაძე

გამოქვეყნებულია  1,091 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

"ალექსანდრე ჩივაძე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია და კაბინეტში უამრავი ფოტო აქვს გამოფენილი, ერთ ფოტოს (ალექსანდრე ჩივაძე და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები ეუსებიო და ბობი ჩარლტონი) გამორჩეულ ადგილი უკავია.

2014 წელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე თბილისს საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ეწვია. გავრილიჩის (ალექსანდრე ჩივაძე) კაბინეტში დიდი თავყრილობაა, ხალხი მოდის ბილეთებზე, მოსაწვევებზე... კაბინეტში მუდმივად, მასპინძელი გავრილიჩი, ცხონებული ტალახა (ლევან ბარათაშვილი), გია ფირცხალავა, ოთარ კორღალიძე, პაატა ჩხეიძე და მე ვართ.

სად იყო და სად არა ფეხბურთის ქომაგი ოთარ მამასახლისი შემოვიდა (რომელმაც პოპულარობა შოუში "ნიჭიერი" მოიპოვა) და გავრილიჩს ეუბნება:  

- საშა ბიძია, გთხოვთ ორი მოსაწვევი მომეცით რა.

 ტალახა საკმაოდ ენაკვიმატი იყო და ეკითხება, ამ ფოტოს ხომ ხედავ? სამ მოსაწვევს მოგცემთ, ოღონდ ამ ფოტოზე რომ შავკანიანია გვითხარი ვინააო (შავკანიანი ისე გამოარჩია თითქოს კითხვის ადრესატმა ჩარლტონი ზუსტად იცოდა).

ოთარი უყუყურებს, უყურებს, ხან ქვემოდან ახედავს, ხან გვერდიდან და უცებ პასუხი ეტოოოო ....

იქ ამბავი ატყდა ძნელია იმ ემოციების გადმოცემა, გავრილიჩი კარგა ხანს გაუნძრევლად იჯდა... ვიღას  ახსოვდა ოთარი და მისი მოსაწვევები" - იხსენებს თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი მიხეილ ქავთარაძე 

Image

თქვენი რეაქცია?

1
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი