ჩვენ უნდა შევაკავოთ ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა - თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

გამოქვეყნებულია  660 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ რას ნიშნავს სიტყვები, უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება. მისივე  განმარტებით, მნიშვნელოვანია, შევაკავოთ ინფექცია და ამის ნიშნები უკვე ჩანს:

„ეს ძალიან სპეციფიკური გამონათქვამია და მართლაც სწორად უნდა იქნას გაგებული. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, რაღაც ინსინუაციების წყარო გახდეს. შესაძლოა,ყველას თავისი ვერსია ჰქონდეს, ჩემი ვერსია ასეთია –  ჩვენ უნდა შევაკავოთ ეს ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა, აღარ აღინიშნება ახალი შემთხვევების ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში არის ათასობით ახალი ავადმყოფი, ასეულობით და ათასობით გარდაცვლილი.

საბედნიეროდ, ჩვენთან ბოლო რამდენიმე ათეული ინფიცირებულია, თანაც ბოლო დღეებში მოიკლო. სულ ხუთი გარდაცვლილი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი რიცხვია გარდაცვლილების. ჩვენ უნდა შევაკავოთ ინფექცია, როგორმე უნდა შევინარჩუნოთ ამ დონეზე. შეიძლება, მოიკლოს კიდეც ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ ამ მკაცრ შეზღუდვებს, საკარანტინო მოთხოვნებს, რომლებიც ცალკეულ რეგიონებში მოქმედებს, ზოგან მკაცრად, ზოგან ნაკლებად მკაცრად. ამიტომ უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მცირე რაოდენობა ინფიცირებულების, ამას ნიშნავს ვისწავლოთ ცხოვრება კორონავირუსთან ერთად, – რაც შეიძლება მცირე რაოდენობა უნდა გქვოდნეს ინფიცირებულების, რათა გადაცემათა და ახალი ინფექციების სიხშირე არ იყოს დიდი“


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
1
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ჩვენ უნდა შევაკავოთ ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა - თენგიზ ცერცვაძე
  • unipress