ბოლო-ბოლო ქვეყანა გაკოტრდება, დეფოლტი გამოცხადდება

თემურ ჭყონია

გამოქვეყნებულია  196 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა, რომ როდესაც ეპიდსიტუაცია მძაფრდება პოლიტიკა გვავიწყდება, როდესაც პოლიტიკა მძაფრდება, ეპიდსიტუაცია გვავიწყდება. ახლა ორივე ისეა გამძაფრებული და არეული ერთმანეთში, რომ თანაბრად არის კრიზისული.

კითხვაზე, ვინ შეიძლება დაალაგოს შექმნილი ვითარება, ჭყონიამ აღნიშნა, რომ დამლაგებელი შეიძლება იყოს ის, ვისაც აქვს უფრო მეტი ძალა, ნდობა და გადაწყვეტილების მიღების შანსი.

"მე არ მჯერა, რომ სიმართლეს ვერ ვიპოვით, იმიტომ რომ საქმე ეხება ხალხის სიდუხჭირეს, ზამთარი მოდის, ფასები… პენსიები.. ბოლო-ბოლო ქვეყანა გაკოტრდება, დეფოლტი გამოცხადდება და მერე რა უნდა ვუყოთ. ამიტომ ჩვენ ხომ უნდა ვიფიქროთ… ჩვენი მთავარი მიზანია არა ფიქრი იმაზე, ვინ ვის მოუგებს? არამედ იმაზე, რომ მოიგოს, მაგრამ რისთვის იგებს და რა შედეგი ექნება", -  განაცხადა თემურ ჭყონიამ.

მისი მოსაზრებით, თუ შეთანხმება მოხდება ოპოზიციას და მმართველ პარტიას შორის, შესაძლებლობები არსებობს.

"სიტყვა კოალიცია არ ნიშნავს მტრობას, ეს ნიშნავს მიზნის გარშემო გაერთიანებას, და არა იდეის. შეიძლება ერთმანეთი სძულდეთ, მაგრამ როდესაც ერთ ოთახში დასხდებიან და იფიქრებენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე, მაშინ 10 წუთი ერთმანეთი უნდა უყვარდეთ, დანარჩენი 50 წუთი რაც უნდათ ის აკეთონ" -  განაცხადა თემურ ჭყონიამ

წყარო: bm.ge

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ბოლო-ბოლო ქვეყანა გაკოტრდება, დეფოლტი გამოცხადდება
  • unipress