თავს არ მივცემ უფლებას, ეკლესიას მითითებები მივცე, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ აუცილებელია, შესრულდეს რეკომენდაციები - თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

გამოქვეყნებულია  348 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

თავს არ მივცემ უფლებას, ეკლესიას მითითებები მივცე, მაგრამ ჩემი, როგორც ექიმის პოზიციაა, რომ აუცილებელია, შესრულდეს რეკომენდაციები - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“:

„ეს არის სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, სადაც შესაძლებელია, ბინაში დარჩენა, თუნდაც იგივე რელიგიური რიტუალების ბინაში აღსრულება და ა.შ. მიმაჩნია, რომ ეს ერთი კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის, თუ როგორ შევალთ შემდეგ ორ კვირეულში, ანუ პიკის პერიოდში. მგონია, რომ დღეს არსებულ განწყობათა სხვადასხვაობის მიუხედავად, მთავრობა, საპატრიარქო და მრევლი აღდგომის უდიდესი დღესასწაულისთვის შეჯერებული პოზიციით მივლენ და ისე მოიქცევიან, როგორც ეს უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. 

რაც უფრო მკაცრად დავიცავთ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის პერიოდში აქვს, ამ ყველაფერს რაც უფრო ზედმიწევნით დავიცავთ, ამ პიკს მით უფრო ჩქარა გავივლით და ეპიდემიას დაღმავალი გზით გავუშვებთ; ის საგანგებო მდგომარეობა მით უფრო ჩქარა მოიხსნება და ქვეყნის ეკონომიკა მით უფრო ჩქარა გაიხსნება და გაცოცხლდება. ეს ყველამ უნდა გაიაზროს და არ უნდა შეეცადონ, აი, კარგი ამინდი გამოვიდა, გავიდეთ, შევიკრიბოთ, ვისეირნოთ და გავერთოთო. ეს უცილობლად გამოიწვევს ამ მდგომარეობის გახანგრძლივებას და რა გვირჩევნია, ცოტა მეტად გავიჭირვოთ და ეს გაჭირვება მოკლე დროში დამთავრდეს თუ ნაწილობრივ გავიჭირვოთ და ეს დიდხანს გაგრძელდეს? ვფიქრობ, პასუხი ნათელია“        


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თავს არ მივცემ უფლებას, ეკლესიას მითითებები მივცე, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ აუცილებელია, შესრულდეს რეკომენდაციები - თენგიზ ცერცვაძე
  • unipress