ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა, გირაოს გადახდას არ ვაპირებ

ნიკა მელია

გამოქვეყნებულია  233 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

"პრინციპულმა პოზიციამ გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით, დააკარგვინა წონასწორობა "ქართულ ოცნებას" და აიჭრნენ. უკვე ღიად ჩარევასაც არ ერიდებიან და სისხლის სამართლის საქმეზე ბრიფინგს ატარებს არა უფლებამოსილი ორგანო - პროკურატურა, არამედ "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე. პროკურატურის ნაცვლად ლაპარაკობს მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე - თუ ვინმეს კიდევ ეპარებოდა ეჭვი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, ამ ბრიფინგის შემდეგ ნამდვილად აღარ შეეპარება ეჭვი. ეს არის პოლიტიკური დევნის ახალი სიმაღლე, პოლიტიკური აღვირახსნილობის და უტიფრობის ტრიუმფი რაღა დაგიმალოთ და გავრილოვის საქმეზე უკვე მსუყე მასალა გვაქვს სტრასბურგში გასაგზავნად. მოკლედ, ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა - მოგიწევთ იმის გამოცხადება რას აპირებთ! მე გირაოს გადახდას არ ვაპირებ. ვნახოთ, რას აპირებთ თქვენ!", - წერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ხვალ მე კი არა, თქვენ გეწურებათ ვადა, გირაოს გადახდას არ ვაპირებ
  • unipress