აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წევრები დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ

აშშ

გამოქვეყნებულია  109 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის დემოკრატი წევრები ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და მინისტრთა კაბინეტს აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებისკენ და დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებისკენ მოუწოდებენ.

CNN-ის ცნობით, წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წევრების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპის მიერ დღეს საღამოს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ჩანს, რომ ის ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არის და ვერ შეძლებს 2020 წლის არჩევნების შედეგების მიღებას. პრეზიდენტ ტრამპის მზადყოფნა, არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით წააქეზოს ძალადობა და სოციალური მღელვარება, ნათლად შეესაბამება ამ სტანდარტს. იმავეს გამოხატავს ტრამპის ბოლო ტვიტები, რომელიც მიკრობლოგმა წაშალა.

კომიტეტის ამ განცხადებამდე, დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრები მისი თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის უფლებამოსილება 20 იანვარს ეწურება, როდესაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის წევრები დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ
  • unipress