აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს ულოცავს და ნონა გაფრინდაშვილზე წერს

აშშ საელჩო

გამოქვეყნებულია  141 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

 

აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს ულოცავს და მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილზე წერს.

ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტრადიციულად, მადლიერების დღეს იხსენებენ და მადლობას უხდიან ნიჭიერ და გაბედულ ადამიანებს, რომელთა მიღწევებითაც ქვეყანა ამაყობს.

"ასეთი გახლავთ ლეგენდარული ქალი ნონა გაფრინდაშვილი, რომლის გაცნობაც გადავწყვიტეთ თქვენთვის. ის გახლავთ ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და პირველი ქალი, რომელსაც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ 1978 წელს გროსმეისტერის ტიტული მიანიჭა", - წერს აშშ-ში საქართველოს საელჩო.

ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ტექსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ნონა გაფრინდაშვილი დიდ ბრიტანეთში 28 მოჭადრაკეს ეთამაშება.

"ეს ფოტო მათთვის, ვინც შთაგონებულია შესანიშნავი ფილმით „დედოფლის გამბიტი“. ფოტოზე ჭადრაკის ნამდვილი ლეგენდა ნონა 1965 წელს ერთდროულად 28 მოჭადრაკეს ეთამაშება", -  წერს აშშ-ში საქართველოს საელჩო.

აღსანიშნავია, რომ ამ ფოტოზე არიან კაცი მოჭადრაკეებიც, ხოლო ფილმ "დედოფლის გამბიტის" ერთ-ერთ ეპიზოდში პერსონაჟი ამბობს, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაცთან არასდროს უთამაშია ჭადრაკი

 

Happy Thanksgiving! We are thankful to the talented and courageous people, who shine bright and bring pride to our country. Such is a Georgian legendary woman we thought to introduce to you today — Mrs. Nona Gaprindashvili — five-time Women’s World Chess Champion and the first woman to be awarded the GRANDMASTER title by FIDE in 1978. Most recently, in 2019, Nona Gaprindashvili won for the 7th time the World Senior Chess Championship.
For those inspired by the wonderful movie The Queen’s Gambit, a real life chess legend NONA playing 28 chess players in U.K. In 1965 

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აშშ-ში საქართველოს საელჩო ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს ულოცავს და ნონა გაფრინდაშვილზე წერს
  • unipress