აშშ-ს თავდაცვის აქტში საქართველოსა და უკრაინაზე ფოკუსის გაზრდაზეა საუბარი

აშშ-საქართველო

გამოქვეყნებულია  433 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

აშშ-ს სენატმა 2021 წლის ფისკალური წლის აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა. აქტში საუბარია რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე და ამ კონტექსტში გამოყოფილია შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ბალანსისათვის საქართველოსა და უკრაინაზე ფოკუსის გაზრდაზეა ხაზი გასმული.

როგორც აქტში ვკითხულობთ, 2018 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია ადასტურებს, რუსეთთან გრძელვადიანი სტრატეგიული კონკურენციის წარმოქმნა, როგორც თავდაცვის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტე, მუდმივ ინვესტიციებს მოითხოვს აშშ-ის უსაფრთხოების, კეთილდღეობის და პარტნიორობის გამო.

გარდა საქართველოსა და უკრაინისა, რუსეთი აგრესიის შეკავებისათვის აქტში ასევე გამოყოფილია: ევროპაში განთავსებული შეიარაღების მარაგის გაზრდა, რუმინეთსა და ბულგარეთში და საწვრთნელი პროგრამების გაგრძელება და არქტიკაში სპეციალური და საზღვაო ოპერაციების წვრთნების გაზრდა.

აღნიშნული აქტი სენატამდე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა.


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • აშშ-ს თავდაცვის აქტში საქართველოსა და უკრაინაზე ფოკუსის გაზრდაზეა საუბარი
  • unipress