ეს აღჭურვილობა, რაც გვაქვს, თუ ასეთი ტემპით წავიდა ინფიცირებულთა ზრდა, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გვეყოფა

მაკა სოლოღაშვილი

გამოქვეყნებულია  217 ნახვა განახლებულია 3 წელი წინ

„გვეყოფა თუ არა მარაგი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია, ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი. ამიტომ გთხოვთ, ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება არ გვეყოს არც მარაგი, არც მედპერსონალი, არც ადგილები და დავდგეთ სერიოზული რისკების წინაშე. თუ მოვიქცევით ისე, როგორც ამ დროისთვის ვიქცევით და ავიმაღლებთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი საბედნიეროდ გადაივლის ზედმეტი გართულებების გარეშე. ეს ყველაფერი არის ჩვენი საზოგადოების ხელში, ამიტომ დარჩით სახლში, ჩვენ ვიმუშავებთ და ვიზრუნებთ თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ეს აღჭურვილობა, რაც გვაქვს, თუ ასეთი ტემპით წავიდა ინფიცირებულთა ზრდა, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ ზრდის ტემპი მოიმატებს, ეს არაპროგნოზირებადია. ყველაფერი საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია დადასტურებული კიდევ ერთი ამდენი, დაახლოებით 22 პაციენტი მივიღოთ. თუ იქნება საეჭვო პაციენტები მაშინ რესურსი საკმაოდ მცირეა" - განაცხადა ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა 


თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • ეს აღჭურვილობა, რაც გვაქვს, თუ ასეთი ტემპით წავიდა ინფიცირებულთა ზრდა, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში გვეყოფა
  • unipress