თუ ინიცირებულ კანონპროექტს ამომრჩეველზე მუქარის და ზეწოლის საფრთხეების შეზღუდვა შეუძლია, მისასალმებელია

კარლ ჰარცელი

გამოქვეყნებულია  154 ნახვა განახლებულია 2 წელი წინ

ამ კანონს თუ შეუძლია მუქარის და ზეწოლის საფრთხეები ლიმიტირებული იყოს, მაშინ ეს მისასალმებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა:                             

"ჩვენ დისკუსიების დროს არაერთხელ განვაცხადეთ სურვილი, რომ საარჩევნო კოდექსის ფარგლებში გაკეთდეს ყველაფერი, რომ მუქარის და ზეწოლის საფრთხეები ლიმიტირებული იყოს. თუ ამ კანონს შეუძლია ამ მხრივ დახმარება, მაშინ ეს მისასალმებელია. ეს კანონი უნდა ამოქმედდეს მტკიცედ და მიუკერძოებლად"

შეგახსენებთ, მმართველი პარტია ინიციატივით გამოდის, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 26 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თუ ინიცირებულ კანონპროექტს ამომრჩეველზე მუქარის და ზეწოლის საფრთხეების შეზღუდვა შეუძლია, მისასალმებელია
  • unipress