იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს არცერთი პრეცენდენტი, ასეთი დარღვევების გამოძიების და თუმდაც ადმინისტრაციული წესით, თანამდებობის პირების დაჯარიმების, ამ ტიპის ინიციატივას აქვს ნულოვანი ნდობა საზოგადოებაში

დავით ბაქრაძე

გამოქვეყნებულია  116 ნახვა განახლებულია 1 წლის წინ

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე საარჩევნო კოდექსის ცვლილებას და დამატებითი რეგულაციების შემოღებას ეხმაურება. დავით ბაქრაძის თქმით, ამგავრი ცვლილებებით მთავრობა ცდილობს ქულები დაიწეროს უცხოელი პარტნიორების თვალში.

დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ წინა წლებში, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი დარღვევა დაფიქსირდა არჩევნებზე, არცერთი ადმინისტრაციული ჯარიმაც არ დაწერიალ თანამდებობის პირებზე, შესაბამისად, ამ
ტიპის ინიციატივას ნულოვანი ნდობა აქვს საზოგადოებაში.


"იმ პირობეში, როცა ქართულმა ოცნებამ უარი თქვა ევროპული საქართველოს მიერ შეთავაზებულ კონკრეტულ მექანიზმებზე, როგორ უნდა დაგვეცვა ზეწოლისგან და გაყალბებისგან ჩვენი ამომრჩევლის ხმები, რა თქმა უნდა ეს ინიციატივა ემსახურება მხოლოდ ერთს — ეს გახლავთ ქულების დაწერის მცდელობა ჩვენი უცხოელი პარტნიორების თვალში. ასეთი ტიპის ინიციატივებს, ვიმეორებ, პრეცენდენტების არარსებობისა და მექანიზმების მიუღებლობის პირობებში აქვს ნულოვანი ნდობა საქართველოს შიგნით, საზოგადოებაში" - განაცხადა დავით
ბაქრაძემ

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს არცერთი პრეცენდენტი, ასეთი დარღვევების გამოძიების და თუმდაც ადმინისტრაციული წესით, თანამდებობის პირების დაჯარიმების, ამ ტიპის ინიციატივას აქვს ნულოვანი ნდობა საზოგადოებაში
  • unipress