თუ პოლიციელი წავიდა ამ რისკზე, რატომ არ შეიძლება პოლიტიკოსს მოენდომებინა? მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, მე ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი, რა არის აქ საღლიცინო

გიგი უგულავა

გამოქვეყნებულია  59 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

თუ პოლიციელი წავიდა ამ რისკზე, რატომ არ შეიძლება პოლიტიკოსს მოენდომებინა? მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, მე ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი, რა არის აქ საღლიცინო – ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ გააკეთა.

"რაც ვთქვი გუშინ, ვიყავი აბსოლუტურად გულწრფელი და ეს რომ გამოსულიყო, თქვენ რა ეჭვი გეპარებათ, რომ მე მზად ვიყავი და ამას ვიზამდი? ამიტომ, ვისაც პოპულიზმი გონია, პოპულიზმი არის, როცა ვიღაც რაღაცას იტყვის და იქიდან არაფერი არ გამოვა, ხოლო თუ ერთი პროცენტი არსებობს, რომ გამოვიდეს, მაშინ ეს რისკი არის და მე, ბუნებრივია, ამ რისკს გავიღებდი. თუ პოლიციელი წავიდა ამ რისკზე, რატომ არ შეიძლება მსგავსი რამე პოლიტიკოსს მოენდომებინა? რა? თუ ერთი პროცენტი არსებობდა შანსი, რატომ არ უნდა გვეცადა? მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, მე ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი. რა არის აქ საღლიცინო და რა არის აქ საპოპულიზმო?" – აცხადებს უგულავა.

  

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თუ პოლიციელი წავიდა ამ რისკზე, რატომ არ შეიძლება პოლიტიკოსს მოენდომებინა? მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, მე ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი, რა არის აქ საღლიცინო
  • unipress