თუ ოქმებში, ბიულეტენებში ყველაფერი სწორადაა, გადათვალონ, რა პრობლემაა?!

თამარ ჩუგოშვილი

გამოქვეყნებულია  102 ნახვა განახლებულია 11 თვის წინ

თუკი ოქმებში, ბიულეტენებში ყველაფერი სწორადაა, გადათვალონ, რა პრობლემაა, რატომ ამბობენ ამაზე უარს?, - ამის შესახებ დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა.

“ძვლივს ვატარებთ არჩევნებს ახალი საარჩევნო სისტემის მიხედვით. ამ სისტემის მისაღებად ბევრი ვიომეთ. აღნიშნულ სისტემაში მცირე პროცენტიც განსაზღვრავს, ქვეყანას კოალიციური მთავრობა ჰყავს, თუ ერთპარტიული. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნებია, მმართველი პარტია მესამე ვადით მოსვლაზე იყრის კენჭს და უნდა ქვეყანა ერთპარტიულად 12 წლის განმავლობაში მართოს, არ შეიძლება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კითხვები დატოვოს - არც ერთი კითხვის დატოვება არ შეიძლება! ამ დროს ცესკო უარს ამბობს უბნების დიდი ნაწილის გადათვლაზე. ვხედავთ, რომ გადათვლის ინტერესი არის ძალიან მაღალი. ამიტომ ახლა ცესკო საზოგადოების თვალში ჩანს, როგორც არჩევნების გამყალბებელი. რეალურად რა მოხდა, არ ვიცით, მაგრამ აღქმა ასეთია. თუკი ოქმებში, ბიულეტენებში ყველაფერი სწორადაა, გადათვალონ, რა პრობლემაა, რატომ ამბობენ ამაზე უარს?!

არჩევნები ჩატარდა ცუდად და იყო მოუმზადებელი. ამის პირველი სიგნალი იყო, როცა დამკვირვებლები ამბობდნენ, რომ როცა უბნიდან ოქმის წამოღება უნდოდათ, ეუბნებოდნენ, რომ ქსეროქსი გაფუჭდა, კარტრიჯი არ არის, ტექნიკა არ არის და ოქმს ვერ გაგატანთო. მასიურად ამის გაკეთება იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ან საშინლად არაორგანიზებული იყო ან დავალება იყო ასეთი, რომ ოქმები არ გამოეტანათ“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა

Image

თქვენი რეაქცია?

0
LOL
0
LOVED
0
PURE
0
AW
0
FUNNY
0
BAD!
0
EEW
0
OMG!
0
ANGRY
0 კომენტარი

  • თუ ოქმებში, ბიულეტენებში ყველაფერი სწორადაა, გადათვალონ, რა პრობლემაა?!
  • unipress